|
2016-04-25 11:07:07, 880 ნახვა
სამხედრო
150-მდე ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა
ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდა. „ვახორციელებთ გეგმურ როტაციას. ამ როტაციის ფარგლებში ჩვენ დღეს დავხვდით 22-ე ბატალიონის ერთ ასეულს, როტაცია აპრილის ბოლომდე დასრულდება. მათ ღირსეულად შეასრულეს ამოცანები ბაგრამის ავიაბაზაზე, ეს ამოცანა იყო ბაზის უსაფრთხოების დაცვა. უკვე ახალი ქვედანაყოფი შეუდგა ამოცანების შესრულებას. ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ ასეთი საუკეთესო ქვედანაყოფის ბიჭები ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. უწყების ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულა. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)