18:17 - 26 May, 2026
|
2016-04-15 18:17:06, 1169 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთის სამხედრო ძალებმა “ისლამური სახელმწიფოს” 40 მებრძოლი მოკლეს
ავღანეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში “ისლამური სახელმწიფოს” 40 მებრძოლი მოკლეს, - ამის შესახებ დასავლური მედია წერს. როგორც მედია საშუალება, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, საჰაერო თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად ტერორისტებს შორის ასევე დაშავებულებიც არიან. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის თქმით, ავიადარტყმები მაშინ განხორციელდა, როდესაც “ისლამური სახელმწიფოს” წევრები შეხვედრას მართავდნენ. ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა. აღნიშნულ რაიონში "ისლამურ სახელმწიფოსა" და "თალიბანს" შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)