22:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 17:48:58, 742 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ამერიკის შეერთებულ შტატებშ სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მიირებს მონაწილეობას. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან, ქალბატონ ლორა ტაკთან და ბატონ სირილ მიულერთან; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ლასლო ბარანიასთან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ კატერინა მატერნოვასთან შედგება. ასევე, მოლაპარაკებები ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთანაც შედგება. 

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის დროს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ერთობლივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ბატონ მინ ჟუსთან; სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ მენო შნელთან; სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ მასუდ აჰმედთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ დიმიტრის ციცირაგოსსთან  შედგება. 

შეხვედრების ფარგლებში საუბარი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე   საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე გაიმართება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics