20:16 - 26 May, 2026
|
2016-04-11 16:36:01, 1177 ნახვა
მსოფლიო
ISIS-იმ სირიაში 21 ქრისტიანი მოკლა
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს, - ამის შესახებ BBC სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოკლულებს შორის სამი ქალია. წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ ხუთი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ ისინიც მოკლულები არიან. ცნობისთვის, ქალაქი ელ-ქარიატეინი „ისლამურმა სახელმწიფომ“ გასული წლის აგვისტოში დაიკავა. გასულ კვირას კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი გაათავისუფლეს. იქ ამ დრომდე დაახლოებით 300 ქრისტიანი ცხოვრობს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, სირიის ორთოდოქსულ ეკლესიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების თანაცხოვრება შესაძლებელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)