19:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-10 12:05:06, 1196 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში ტაძარში გაჩენილი ცეცხლის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა

 ინდოეთის სამხრეთ რეგიონში, კერალას შტატში მდებარე   ტაძრის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი, დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი საახალწლო ფესტივალის აღსანიშნავად, ტაძარში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რა დროსაც    ფოიერვერკი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა და შენობა ჩამოინგრა.

აფეთქების შემდეგ,  ტაძრის ტერიტორიაზე ასობით ადამიანი მივიდა, რომლებიც საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების მოძებნას ცდილობენ. 

 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics