|
2016-04-07 16:34:58, 778 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმის სექტორს მინდა მოვუწოდო, რომ ფასებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილები იყვნენ
საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი, რაც რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით დასტურდება. „შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მეტ შემოსავალს ველოდებით ტურიზმიდან. 2015 წელს ტურიზმმა დააგენერირა მილიარდ ცხრას ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარი, რაც 2014 წელთან შედარებით 148 მილიონი დოლარით მეტია“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. ამასთან, მინისტრმა ტურიზმის სექტორს მოუწოდა, ფასებთან მიმართებაში ფრთხილები იყვნენ, რადგან მეზობლად არაერთი კონკრენტი ქვეყანაა. „მე მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე არაერთ ავიაკომპანიასთან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიყვანოთ და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ივნისში თბილისის აეროპორტს განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ექნება. „მოგეხსენებათ, რომ ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში, ივნისის თვეში უკვე გვექნება განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო მანამდე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში, რადგან საღამოს რვა საათიდან დილის ათ საათამდე ვიღებთ სტუმრებს. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ისეთ პროექტებს, როგორიც არის Check in Georgia, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)