|
2016-04-07 13:02:58, 1145 ნახვა
რეგიონი
ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტს, ვან ტიანჩუანს შეხვდნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი" ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტი საქართველოში, კერძოდ აჭარაში ჩაის კულტურის განვითარებითაა დაინტერესებული. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგინს ჩაის პლანტაციების აღდგენა, რაც უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგირ მუზეუმს დაათვალიერებენ, სადაც აჭარაში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას გაეცნობიან. საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინე¬თიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. სწორედ მის სახელს უკავშირდება აჭარაში ჩაის კულტურის განვითარება.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)