18:17 - 26 May, 2026
|
2016-04-06 16:22:39, 1185 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა
ვლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გვარდიას ძირითადად ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალება, მებრძოლებს კი გაუფრთხილებლად სროლისა და ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიენიჭებათ. რუსი ექსპერტების შეფასებით, ეროვნული გვარდიის აღორძინებით პუტინი მოახლოვებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ფაქტობრივად, პირად არმიას აყალიბებს, რომელსაც მოქმედი რეჟიმისა და მისი პირადი დაცვა დაევალება. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)