|
2016-04-05 17:03:47, 817 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილი „აბრეშუმის გზის" საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აბრეშუმის გზის" საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა. მხარეებმა „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა განიხილეს. როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ინვესტორებისთვის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმზიდველობაზე, დაბალ გადასახადებზე და ბიზნესის კეთების შესაძლებლობების მაღალ პოტენციალზე. ხაზგასმით აღინიშნა ჰუალინგ ჯგუფის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობა. საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი დელეგაციასთან ერთად, თბილისს 3 აპრილს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის მიზანი აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)