16:12 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-17 17:29:03, 3223 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას

 ვერცერთი იერარქი, ვერც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად გამოსული ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას. - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში

"ვერცერთი ხმამაღალი სიტყვა, ვერცერთი იერარქი, ვერც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად გამოსული ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას. ვერ შევდგებით ღირსეულ საზოგადოებად მსგავსი ცალსახა ძალადობის მიჩქმალვით. პირველ რიგში, ეკლესიამ უნდა ისაუბროს გულწრფელად ამ მძიმე დღეზე და ახსნას თუ როგორ შეიძლება, ქრისტიანობით გაამართლო განსხვავებულობის გამო ადამიანების ცემა და რატომ აღმოჩნდნენ ამ ძალადობის ორგანიზატორები სასულიერო პირები?!

სწორედ მსგავს თემებზე გულწრფელი საუბარი იქნება ჯანსაღი და მყარი საფუძველი საზოგადოების გამთლიანების და ამ პროცესში ეკლესიის როლის გამოკვეთისა.

ვერავის დავუთმობ ქრისტიანობას, როგორც რწმენას და როგორც მსოფლმხედველობას, რომლის საფუძველსაც სიყვარული, საკუთარ თავზე ამაღლება, სიკეთის თესვა და მომავლის რწმენა წარმოადგენს.

უმძიმესი იყო დღეს იმის ყურება, თუ როგორ უწევდათ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ამდენი სასულიერო პირისა და ადამიანის ყურადღებისთვის ბრძოლა." -  წერს  ელენე ხოშტარია 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics