17:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-10 22:19:20, 3324 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით

ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და, მგონი, მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი თითოეული კომენტარიდან ისმის, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"პეტერ ფიშერის აგდებულ საუბარზე რაიმე კომენტარის გაკეთება რთულია. ერთადერთი სიკეთე, რაც მას შეუძლია, გააკეთოს საქართველოსთვის, ისაა, რომ ეს ქვეყანა დატოვოს და, მგონი, მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი თითოეული კომენტარიდან ისმის.

სიმართლე გითხრათ, განცვიფრებული ვარ, როგორ შეიძლება, ელჩს მასპინძელი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ასეთ ზიზღს ავლენდეს. ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics