17:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-09 12:41:12, 1978 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს

იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სწორედ, მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე. 

„ამ დროის განმავლობაში, რთული პროცესები გამოვიარეთ, რაც მთავარია სამართალი აღსრულდა, ეს არის მთავარი. მე მინდა, ხაზგასმით მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ მათ აღკვეთეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში. რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, სამშობლოს მიმართ, სამშობლოსადმი ერთგულება, ეს შედეგი არ დადგებოდა. იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, მადლობა სუს-ს, სდსს-ს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ სამართალდამცველს, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე, რაც მათ დაადასტურეს გასული 4 წლის განმავლობაში,"- აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 

„ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და გრძელდება. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ბრალის გამოკვეთა, სხვა შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, იქაც სახელმწიფო იმოქმედებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. იცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, მთავარია, რომ მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics