|
2016-04-02 10:55:44, 751 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს აგრარული პოტენციალის გაცნობა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო. ოთარ დანელიამ დელეგაციის წევრებს 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან ხილის, ბოსტნეულის, სასმელი წყლის, თევზის და ცხვრის ექსპორტის საკითხებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად, საუდის არაბეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ,,საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. შეხვედრაზე საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი შეაფასეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ. ასევე სტუმრობდნენ საქართველოს რეგიონებს, სადაც სადემონსტრაციო ნაკვეთები, საცდელი მეურნეობები, საწარმოები და ფერმები ადგილზე დაათვალიერეს. სოფლის მეურნოების სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)