|
2026-05-02 10:59:33, 2184 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები. რეზოლუციის ავტორი დემოკრატი სენატორი ბრაიან შატციაა, რომელიც თვლის, რომ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც მედიის წარმომადგენლებს მსოფლიო მასშტაბით ემუქრებათ. როგორც რეზოლუციაში წერია: ყველა უნდა იყოს ინფორმირებული. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კი იმ 300 ჟურნალისტს შორისაა, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში დააპატიმრეს, მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნიკოლაი ნოვაკი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი აზერბაიჯანში ფარიდე მეჰრალიზადა. "რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ასრულებს დემოკრატიის განმტკიცებაში, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობასა და საზოგადოების ინფორმირებულობაში; ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრესის თავისუფლება არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პრიორიტეტი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კეთილსინდისიერი მმართველობის მხარდაჭერის საქმეში, 2026 წლის 3 მაისს „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით." - წერია დოკუმენტში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)