16:13 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:46:33, 1551 ნახვა

ეკონომიკა
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ხარჯები შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 5%-ით 1 897 ლარამდე შემცირდა.

ხარჯებისგან განსხვავებით, ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.87 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 7%-ით მეტია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებზე.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 997.5 ათასი
ტურისტული ტიპის ვიზიტი, ეს წლიურ ჭრილში 4%-იანი ზრდაა.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 202.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 20%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 18.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12%-იანი წილით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics