|
2026-04-29 17:55:02, 3455 ნახვა
საზოგადოება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმებზე 44 900 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 801 000 ცალს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 03 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 44 900 000 ლარით. „პროგრამა ,,საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმები'' დაფინანსების ფარგლებში, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი 1 801 000 (ერთი მილიონ რვაას ერთი ათასი) ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის უზრუნველსაყოფად, შპს ,,საგანმანათლებლო რესურსების“ საფინანსო სამსახურმა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უზრუნველყოს: ა) გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, სათანადო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვროს 44 900 000 (ორმოცდაოთხი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორმა გამოსცა. ცნობისთვის, 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 3 აპრილს გამოაცხადა და 22 აპრილს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)