23:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 11:10:07, 1137 ნახვა

პოლიტიკა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ პერუჯაში მიმდინარე საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფესტივალზე მზია ამაღლობელსა და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე ისაუბრა.

„კილან გალაჰერი — ეს ის ადამიანია, რომელიც საკმარისად ხშირად არ გვიხსენებია მზია ამაღლობელთან ერთად. კილანი ჩემი ადვოკატია, რომელიც უსაყიდლოდ მუშაობს. მადლობა მას, როგორც თანახელმძღვანელს. ამასთანავე, ის არის მზია ამაღლობელის ადვოკატიც, რომელიც საქართველოში იმყოფება. მზიას სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის უფლებაც კი არ მისცეს, ამიტომ მან უბრალოდ ხელში დაიჭირა ჩემი წიგნის — „როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ — ქართული თარგმანი. ის სიამაყით მავსებს. ქართველები უკვე 507 დღეა უწყვეტად მართავენ საპროტესტო აქციებს. ხალხო, ეს არის სიმამაცის მომენტი. ჩვენ პირველ რიგში ჟურნალისტები ვართ, მაგრამ მარტონი არ ვართ, ჩვენ გვერდითაა ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა მარია რესამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics