|
2026-04-15 17:01:39, 6476 ნახვა
საზოგადოება
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
ბელარუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო 11 აპრილს, მინსკის აეროპორტში, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „დისიდენტბი“ ავრცელებს და ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დამცველმა რომან კისლიაკმაც დაადასტურა. მისი თქმით, შიშკო 2022 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, დაბრუნებისას დაკავების რისკი არასაკმარისად შეაფასა. 2024 წლის თავისუფლების დღის შემდეგ, მისი სახელი ბელარუსულ პროპაგანდისტულ მასალებში გამოჩნდა და ამ საქმესთან დაკავშირებით ბელარუსში ჩხრეკა ჩატარდა. თავისუფლების დღე (25 მარტი) 1918 წელს ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება და ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება. ბელორუსის ხელისუფლება რეგულარულად აფრთხილებს საზღვარგარეთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის შესაძლო სისხლის სამართლის დევნის შესახებ. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების სასაზღვრო დაკავებები და დაკითხვები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)