|
2026-04-03 11:14:05, 4226 ნახვა
საზოგადოება
სეს-ი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის სამოქმედო არეალებისა და განხორციელების დროის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17 ცხოველი, რომლებსაც დღეს ზუგდიდში დააბრუნებენ. მათი ცნობით, ზუგდიდის გარდა ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდნენ აბაშაში (5 ძაღლი) და ვანში (3 ძაღლი). „სურსათის ეროვნული სააგენტო, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, აგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. სააგენტო წინასწარ აქვეყნებს სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს: 03.04. იმერეთი, ზესტაფონი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:00 საათი. 03.04. იმერეთი, სამტრედია, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 09:30 საათი. 04.04. კახეთი, ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 საათი. 04.04. იმერეთი, ქუთაისი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 საათი. 06.04. იმერეთი ჭიათურა, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 საათი. 06.04. კახეთი, სიღნაღი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 საათი. 07.04. კახეთი, სიღნაღი, წნორის ცენტრი, 11:00 საათი. 07.04. იმერეთი, წყალტუბო, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 საათი. სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით. თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რამდენიმე მიმკედლებელს შეუძლია მიმართოს სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე”,- ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)