|
2026-04-01 16:39:06, 6672 ნახვა
ეკონომიკა
ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცეს
ივანიშვილის პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე განბაჟების საფასური 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარი იქნება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებას მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11 წავიდა. მიღებული კანონის პროექტის თანახმად, უქმდება “საგადასახადო კოდექსში“ არსებული გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის განაკვეთებია დადგენილი. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს. კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებული იქნება შეღავათიანი — ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი. ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს, აქციზის განაკვეთი 3 000 ლარი იქნება. დღევანდელ სხდომაზე გახარიას დეპუტატებმა წარმოადგინეს ალტერნატიული წინადადება, რომელიც 0-დან 10 წლამდე ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი აქციზის საფასურის უცვლელად დატოვებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელებას ითვალისწინებდა. ქართული ოცნების დეპუტატებმა აღნიშნული ალტერნატიული წინადადება ჩააგდეს. ალტერნატიულ პროექტს მხარი 17-მა პირმა დაუჭირა, ამდენივე წინააღმდეგი წავიდა, კვორუმი ვერ შედგა. აქამდე მოქმედი ტარიფით, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღრვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა. ცნობისთვის, 12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)