|
2026-03-26 19:34:23, 3029 ნახვა
სამართალი
POG: ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც ოზურგეთში მეზობელი დანით მოკლა
პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადების თანახმად, საქმე ეხება 25 მარტს სოფელ ჭანიეთში მომხდარ დანაშაულს, რა დროსაც კაცმა მეზობელს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ბრალდებულმა მეზობელს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)