|
2026-03-24 14:47:26, 1625 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის საგარეო მინისტრი ადასტურებს, რომ EU-ის შეხვედრებისას ლავროვს ხშირად უკავშირდებოდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების დროს ხშირად უკავშირდებოდა. პიტერ სიიარტოს კომენტარს Euronews ავრცელებს. "დიახ, არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის კავშირის ფარგლებს გარეთ. მე ვესაუბრები არა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ ჩვენს ამერიკელ, თურქ, ისრაელელ, სერბ და სხვა პარტნიორებსაც ევროკავშირის შეხვედრებამდე და შემდეგ. რასაც მე ვამბობ, შეიძლება მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ დიპლომატია ნიშნავს სხვა ქვეყნების ლიდერებთან საუბარს", - აცხადებს სიიარტო. ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს რეგულარულად აწვდიდა. გამოცემის წყაროს ცნობით, სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებების დროს ლავროვს ხშირად ურეკავდა, რათა მისთვის განხილული საკითხების და შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ ცნობები მიეწოდებინა. Washington Post-თან ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ფარული ზარების წყალობით, "მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა შეხვედრაზე მოსკოვი ფაქტობრივად მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფებოდა". WP წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სიიარტომ მოსკოვში 16 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, რომელთაგან ბოლო 2026 წლის 4 მარტს შედგა, როდესაც ის პუტინს შეხვდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)