|
2026-03-04 13:04:59, 6683 ნახვა
ეკონომიკა
ქლიავი და ქორწინების ბეჭედი - რა გაძვირდა თებერვალში
2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. ამ პროდუქტების ჩამონათვალში ყველაზე დიდი რაოდენობითაა სასურსათო პროდუქტები - 92 ერთეული, რაც განპირობებულია იმით რომ სამომხმარებლო კალათაზე სურსათს ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ფასების დეტალური ინდექსის თანახმად, 2026 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად - 92%-ით ქლიავი არის გაძვირებული. მეორე პოზიციაზეა 74%-ის გაძვირებით ქორწინების ოქროს ბეჭედი, მესამეზე კი 50%-ის ფასის მატებით ლიმონია. რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 28%-ით მწვანილი არის გაიაფებული, 22%-ით შემცირდა კომბოსტოს ფასი, ტელევიზორის და ხახვის ფასი 19-19%-ით, მაცივარი კი წლიურად 18%-ით გაიაფდა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)