|
2026-02-26 12:16:09, 3068 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს, თბილისში, მალულად შეაღწიეს ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები, ასევე, 12 მაჯის საათი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ მაღაზიისთვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 50 000 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)