|
2016-03-30 14:05:07, 807 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია კატარული სახელმწიფო კომპანიის „ასად ფუდი“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს სოფლის მერნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარული სახელმწიფო კომპანიის „ასად ფუდი“ აღმასრულებელ დირექტორს, ხალიდ მობარაქ ალ დელაიმს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ასად ფუდი“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკასა და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება აგრარული მიმართულებით საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებზე გაამახვილა. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე კატარულმა მხარემ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი დააყენა და ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით განახორციელოს. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)