16:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 16:14:46, 17698 ნახვა

რეგიონი
Nordic Monitor: თურქეთის სახელმწიფო ფონდი ჰამასს „ჰუმანიტარული დახმარების“ საფარქვეშ აფინანსებდა

რელიგიური თურქული სახელმწიფო ფონდი, სახელწოდებით „თურქეთის კეთილდღეობის საზოგადოება“ (TDV), რომელიც მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს, ღაზას სექტორში ჰამასის დაფინანსების საშუალებას წარმოადგენს ჰუმანიტარული საქმიანობის საფარქვეშ. ეს გამოვლინდა სტოკჰოლმში დაფუძნებული Nordic Research and Monitoring Network-ის საინფორმაციო რესურსის, Nordic Monitor-ის ვებსაიტზე ჩატარებული გამოძიებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდი კერძო ორგანიზაციად არის წარმოდგენილი, ვებსაიტის ცნობით, „მას სინამდვილეში ერდოღანის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები მართავენ“ და 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორს დაახლოებით 46,3 მილიონი დოლარის დახმარება გადაურიცხა.

ფონდის საქმიანობა ფოკუსირებულია ჰამასის პოზიციების გაძლიერებაზე სამშენებლო და რეაბილიტაციის პროექტების მეშვეობით, მათ შორის ცხრა მეჩეთის მშენებლობის გზით, რომელიც მთლიანად თურქეთის მიერ არის დაფინანსებული და „ჯიჰადისტური იდეოლოგიის გავრცელების პლატფორმას წარმოადგენს“.

„ამის თვალსაჩინო მაგალითია ღაზაში მეჩეთის გახსნა, რომელსაც ალ-ქაიდას ერთ-ერთი დამფუძნებლის, აბდულა აზამის სახელი ეწოდა, რაც თურქეთის დაფინანსებასა და ტერორისტული ფიგურების განდიდებას, ასევე ექსტრემისტული მასალების გავრცელებას შორის მჭიდრო კავშირზე მეტყველებს“, - წერს საიტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics