13:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 21:01:02, 718 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ფასებზე: არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული ქსელების წახალისებას, კანონში ცვლილებებს

 არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული ქსელების წახალისებას, კანონში ცვლილებებს - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ფასების შემსწავლელ კომისიაზე დასმული შეკითხვის პასუხად.

"მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის რომ დადგინდეს თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა.შ. 

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდში რეგულირების უზრუნველყოფაზე." - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics