|
2026-02-11 17:20:21, 952 ნახვა
საზოგადოება
რუსეთში ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოხალისეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჩუბითიძეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რუსული გამოძიების მტკიცებით, ჩუბითიძე უკრაინულ დანაყოფებში 2014 წლიდან იბრძოდა. მას ბრალად სდებენ 5 სამხედროს დახვრეტას დონბასის ტერიტორიაზე, 2015-2016 და 2023 წლებში. 2023 წლის ნოემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ აიყვანეს საქართველოს ორი მოქალაქე - გიორგი გოგოლაძე და გიორგი ჩუბითიძე. ორივე მათგანი უკრაინის მე-2 ინტერნაციონალური ლეგიონის მებრძოლები იყვნენ. გიორგი გოგლიძეს რუსეთის სასამართლომ 2025 წლის აპრილში თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2024 წლის თებერვლიდან რუსეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი კიდევ ერთ ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოხალისეს, გიორგი გაწერელიას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)