|
2026-02-01 11:01:35, 715 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრმა ივანიშვილს, კობახიძეს და მის „კომპანიას“ „მოსკოვური ქმნილებები“ უწოდა
ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა (გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „მოსკოვური ქმნილებები“ უწოდა. მან განაცხადა, რომ ისინი საქართველოს „საბჭოთა საქართველოსკენ“ მიჰყავთ და ამიტომ უნდა დატოვონ ქვეყანა და უმრავლესობას ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გაგრძელების საშუალება მისცენ. „ამ მოსკოვურმა ქმნილებებმა, ივანიშვილმა, კობახიძემ და კომპანიამ, უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მისცენ, გააგრძელონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ...“, - წერს ევროპარლამენტარი. გალერმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტზე, რომელშიც ის წერდა: „დაემორჩილეთ ჩვენს მითითებებს ან დატოვეთ ქვეყანა! ეს არის „ქართული ოცნების“ ახალი სლოგანი მოქალაქეებისთვის. რეპრესიული კანონები დაპატიმრებებისა და მუქარის ტალღებით იცვლება...“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)