22:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 13:44:42, 784 ნახვა

სამართალი
სუს-ი: უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებელია

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით,  უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებელია. 

როგორც სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება ( გამოსასყიდის მიღების მიძნით ადამიანის გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსახლეობაზე თავდასხმა), საქართველოს მოსახლეობის დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), .ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი (მავრთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა და ტრანშეების გათხრა), თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სუსი ახდენს ადგილზე არსებულ ვითარებაზე პერმანენტულ დაკვირვებას, განვითრებული პროცესების შეფასებას, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში. სუსი ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. 2015 წლის 1 აგვისტოდან სუსი წამყვანი უწყებაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში“, - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics