23:04 - 25 May, 2026
|
2026-01-26 22:21:44, 1394 ნახვა
სამართალი
გიორგი ვაშაძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთაც
ე.წ საბოტაჟის საქმეზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 30 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. მან თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ვაშაძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა - ჩამოართვეს პასპორტი და პირადობის მოწმობა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის გირაო გადაიხადოს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება 6 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარუდგინეს. ეს გულისხმობს საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)