22:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 11:12:17, 744 ნახვა

სამართალი
თბილისში ბინის გაქურდვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მალხაზ დ., 1972 წელს დაბადებული ხვიჩა მ., 1982 წელს დაბადებული ზაზა დ. და 1964 წელს დაბადებული დავით კ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის შესახებ წინასწარ შეთანხმდნენ, რაც სისრულეში 23 მარტს, დილის საათებში მოიყვანეს. ბრალდებულებმა საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის საკეტი გატეხეს, ბინაში შეაღწიეს, ძვირფასეულობა და ფული მოიპარეს.

"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას მოპარული ძვირფასეულობა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ზარალმა 14307 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით)",-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics