|
2025-12-24 21:45:42, 12583 ნახვა
სამართალი
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - შემდეგი სასამართლო სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა. ლილუაშვილის საქმის განხილვა, პროკურორის შუამდგომლობით, დახურული იყო. ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. "წარდგენილ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშვედ არ ცნობს, ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიცია, დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. რადგან მის მიმართ პირდაპირ დევნა იქნა დაწყებული, ვისარგებლეთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, რომ ელემენტარულად გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს და შემდგომ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ ზუსტი ჩვენება, რასაც პროკურატურა ედავება მას. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მოხდა მხოლოდ ბრალდების წარდგენა. სისხლის სამართლის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, მერე გვექნება ჩვენი მოსაზრება. ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე." - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)