23:31 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 13:01:00, 1439 ნახვა

მსოფლიო
სეპარატისტებმა დებალცევოში 25 ტანკი შეიყვანეს

სეპარატისტებმა იერიშებში სარეზერვო ძალები ჩართეს და 25 ტანკი უკვე დებალცევოს  ცენტრში აღმოსავლეთიდან შეიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დებალცევოში სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარს შორის შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება
ასევე ცნობილია, რომ პრორუსმა მებრძოლებმა რკინიგზა და რამოდენიმე შემოვლითი გზა ააფეთქეს.  
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესსამსახურის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ისინი დებალცევოს აღებას შტურმით ცდილობდნენ, რასაც  5 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 200-მდე სამხედრო მათ  ტყვედ აიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics