|
2016-03-25 12:24:24, 820 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სახელმწიფოსგან შესყიდული შენობის ქვეშ არსებული მიწის დაკანონება მოხდება
პირები, კომპანიები, რომლებმაც 2010 წლამდე სახელმწიფო ქონება შეისყიდეს, შენობის ქვეშ არსებულ მიწებს მთლიანად დაიკანონებენ. აღნიშნულს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო: „კერძოდ, როდესაც გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა, ასეთი შემთხვევები ჩვენ გვქონდა მანამდე, სანამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი ძალაში შევიდოდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტი, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა. შესაბამისად, ამ დადგენილებით ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა, კომპანიებმა მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად, იმისათვის, რომ მოხდეს მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ასეთი ამ წუთში ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა, რა ანალიზსაც ვაკეთებთ, სავარაუდოდ, 250 შემთხვევაზე გავრცელდება. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც მიკუთვნებისა და აღიარების შესახებ კანონშია, მათ მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც არის ტოლი ხუთმაგი წლიური საგადასახადო ოდენობის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)