03:48 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 11:55:17, 977 ნახვა

საზოგადოება
თემურ ბარკალაია: თბილისში რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალი გაიხსნება

დედაქალაქში  რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალი გაიხსნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ბარკალაიამ განუცხადა. 

მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ოპერატიულობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას. 
ამასთან, ბარკალაიას განცხადებით, მოხდება კადრების ოპტიმიზაციაც. 

 „ჩვენ ვაპირებთ, რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალი გავხსნათ, რომელიც დაგვეხმარება უფრო კარგად მოვიცვათ თბილისის მოსახლეობა და შევამციროთ ის დრო, რაც გვჭირდება ზარიდან–პაციენტამდე მისვლისას. შესამოწმებელია, როგორ არის გადანაწილებული სასწრაფო ბრიგადები ამა თუ იმ რაიონში. შეიძლება რომელიმე რაიონში ბრიგადა დასამატებელი იყოს ან დასაკლები, ან გადასანაწილებელი“, – აღნიშნა ბარკალაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics