|
2025-10-29 18:58:42, 983 ნახვა
პოლიტიკა
ლუის გრაჩა პარტიების აკრძალვაზე: შემაშფოთებელია, მეტ პოლარიზაციას უზრუნველყოფს
ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელზე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმ შესაძლო შედეგების გამო, "რომელიც მსგავსმა პროცესებმა პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული ცხოვრებისთვის შეიძლება გამოიწვიოს". "ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ამ პროცესების შესაძლო შედეგებით. ნებისმიერ პირს, რომელმაც კანონი ან კონსტიტუცია დაარღვია, ყოველგვარი კითხვის გარეშე, სამართლიანი და გამჭვირვალე წესით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. თუმცა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის ხარისხის შესახებ", - აცხადებს ის. განცხადებაში ის იხსენებს 2025 წლის ივლისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას, სადაც გამოხატული იყო ღრმა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო, ასევე, სადაც მოწოდება იყო ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ. ლუის გრაჩა იმედოვნებს, რომ ყველა ჩართული მხარე მსგავსი ქმედებების ფართო გავლენას ყურადღებით განიხილავს და მოძებნის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნულ დიალოგსა და დემოკრატიულ სტაბილურობას გააძლიერებს". "გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური აქტორების პროცესებიდან გარიცხვას გამოიწვევს, საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას უზრუნველყოფს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობას დაასუსტებს", - აღნიშნავს ის. ლუის გრაჩა იმედს გამოთქვამს, რომ "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მოძებნიან გზას, რომელიც ინკლუზიურობასა და დიალოგს ხელს შეუწყობს". "როგორც პარლამენტარს, მჯერა, რომ სტაბილურობისა და რეფორმების საფუძველი ჩართულობა და თანამშრომლობაა, და არა გარიცხვა. ჩვენი ასამბლეა გააგრძელებს დიალოგისა და შერიგების გზების ხელშეწყობას და მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, ინკლუზიურობასა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას აძლიერებს', - აღნიშნავს ის. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ. ეს პარტიებია:
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)