|
2025-10-25 15:04:13, 856 ნახვა
პოლიტიკა
თევზაძე: ღარიბაშვილი, რომელმაც მოიპარა 7 000 000 $ სახლშია, პატრიოტები კი ციხეში არიან
კოალიცია ცვლილებისთვის ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დაკავებას გამოეხმაურა. კოალიციის წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, თითოეული დაკავებული, მათ შორის მათი პარტიის წევრი, გიგა ლემონჯავა აპირებს ბრძოლას ბოლომდე. მან აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი სახლშია, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძვიან, ციხეში სხედან. "გუშინ და ბოლო დღეებია ქართულმა ოცნებამ მთელი ძალით შემოუტია სამოქალაქო საზოგადოებას და რუსთაველის პროტესტს. უკანონო პატიმრობები - ბევრი და განსხვავებული პროფესიის ადამიანები, ეს იქნება ისტორიკოსები, პროფესორები, მასწავლებლები, მცირეწლოვანი შვილების მშობლები, ასევე დაკავებულია კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, გიგა ლემონჯავა. ყველა ეს ადამიანი ბრძოლას აპირებს ბოლომდე, გამარჯვებამდე. იმ დროს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების კრიმინალური ბანდის ერთ-ერთი წევრი, არის სახლში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვეუბნება, რომ მან სახელმწიფოს და ქართველ ხალხს მოჰპარა 7 მილიონი დოლარი, ამ დროს ის სახლშია, ხოლო ქართველი პატრიოტები და რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები ერთი მეორეს მიყოლებით არიან ციხეში. ყველაფერი ეს გვიათმაგებს და გვიასმაგებს ბრძოლის სურვილს, ვინაიდან ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე." - თქვა თენგო თევზაძემ. კოალიციის წევრმა მოქალაქეებს აგრეთვე მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს, 7 საათზე, შეუერთდნენ აქციას რესპუბლიკსი მოედანზე, რათა დაანახინ ბიძინა ივანიშვილს, რომ ისინი ქვეყნის მომავლის დათმობას არ აპირებენ. "ხვალ, 26 ოქტომბერს, 7 საათზე, გელოდებით რესპუბლიკის მოედანზე, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს და მის კრიმინალურ ბანდას, რომ საქართველო არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავალი. ხვალ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა ჩვენი პოლიტპატიმრების მიმართ. მთავრობა უნდა გადადგეს, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ეს არის ჩვენი მიზანი და ქართველი ხალხი ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს." - თქვეს ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გიგა ლემონჯავა გზის გადაკეტვისთვის დააკავეს და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ლემონჯავას დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, სამთავრობო პროპაგანდისტულმა POSTV-მ ქარდი გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო 6 ადამიანი, საიდანაც ოთხი - თამთა გოგოლაძე, ნიკოლოზ კვიტატიანი, გიორგი სიხარულიძე და გიგა ლემონჯავა დაკავებული არ იყო. მოგვიანებით POSTV-მ ქარდი წაშალა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)