07:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 18:29:24, 621 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ

საქართველო შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. 
ღონისძიებაში, რომელიც კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი. 
"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics