08:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 15:13:01, 878 ნახვა

პოლიტიკა
ფედერალისტებმა ნარკოპოლიტიკის საკუთარი პროგრამა წარადგინეს

პარტია ფედერალისტებმა ნარკოპოლიტიკის საკუთარი ხედვის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც პროფესორმა, ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემ  წარადგინა. ზურა სიხარულიძე პარტიას შემოუერთდა და სწორედ ის იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმის კოორდინატორი. 

ფედერალისტების ნარკოპოლიტიკის ხედვა ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებთან მიმართებით სამედიცინო ზრუნვის კომპონენტის გაძლიერებას და შემაკავებელი ეფექტის არსებობისთვის, რეპრესიული ზომების მხოლოდ მას შემდეგ გამოყენებას ემყარება, რაც სახელმწიფოს ალტერნატიული ზომები უკვე გამოყენებული ექნება.

პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას ითვალისწინებს, თუმცა ის არ წარმოადგენს არცერთი მოდელის კოპირებას, რადგან ის სპეციფიკურად საქართველოში არსებულ კონტექსტს და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს.

"ჩვენი ხედვა არის აბსოლუტურად განსხვავებული რაც დღეს და ზოგადად 30 წლის განმავლობაში ხდებოდა  და მგონია, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს და რა არის მთავარი ამოცანები, რომელიც უნდა დასახოს ქვეყანამ იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის გარკვეულწილად მოგვარება შეიძლება არა, მაგრამ სტაბილიზირება".- აცხადებს ზურა სიხარულიძე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics