|
2025-09-15 10:40:46, 1470 ნახვა
მსოფლიო
ათასობით ადამიანი ერდოღანის გადადგომას ითხოვს- მასშტაბური საპროტესტო აქცია თურქეთში
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადადგომა მოითხოვა. პროტესტის მიზეზი ოპოზიციური „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) წინააღმდეგ მიმართული, როგორც აქტივისტები ამტკიცებენ, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნაა. მრავალათასიანი დემონსტრაცია 14 სექტემბერს გაიმართა, რითაც მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პარტიას სასამართლო სხდომის წინ. დღეს, 15 სექტემბერს, სასამართლო განიხილავს „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ 2023 წლის ნოემბრის ყრილობის კანონიერებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ ოზგურ ოზელი აირჩიეს. თუ სასამართლო ყრილობას უკანონოდ გამოაცხადებს, ოზელი შესაძლოა თანამდებობიდან გადააყენონ. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, დემოკრატიული ნორმების დარღვევით დარჩეს სათავეში და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. მისი თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა ოპოზიციის მიერ ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიის 500-ზე მეტი წევრი დააკავეს, მათ შორის 17 მერი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)