|
2025-09-13 09:59:42, 1852 ნახვა
მსოფლიო
ნობელის კომიტეტი ტრამპის ნომინაციაზე- პოლიტიკური ზეწოლა გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილებაზე
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ნობელის პრემიაზე კანდიდატურას შესაძლოა დაბრკოლება შეექმნას: ნორვეგიის ნობელის კომიტეტის დამოუკიდებელი პოზიცია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ კანდიდატების დამსახურებაზე დაყრდნობით. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის „იმსახურებს“ ნობელის პრემიას მშვიდობისთვის, აღნიშნა რა მისი როლი „ექვსი ომის შეჩერებაში“. მის კანდიდატურას მხარდაჭერა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისგან, მათ შორის ისრაელისგან და აზერბაიჯანისგან (https://t.me/az_front/68074) მიიღო. კომიტეტის მდივნის, ჰარპვიკენის თქმით, ის კვლავ იმუნურია საჯარო კამპანიებისა და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ. მან აღნიშნა, რომ მედიის ყურადღება გარკვეული კანდიდატების მიმართ გავლენას არ ახდენს შიდა განხილვებზე. მისი თქმით, კომიტეტის წევრები ექსპერტების შეფასებებსა და დამოუკიდებელ ანალიზს ეყრდნობიან და არა პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ რეზონანსს წელს კომიტეტი ლაურეატს 338 ადამიანისა და ორგანიზაციისგან შემდგარი სიიდან შეარჩევს. ეს სია 50 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახება. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის სახელი 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)