|
2025-09-10 14:44:32, 1863 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი, ხვალიდან იწყება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი. 11-13 სექტემბერს, ტრადიციულად ბათუმში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ორგანიზატორები ჯამში 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ელიან. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართება. მათ შორის იქნება შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის - Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე. AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები. სხვადასხვა ქვეყნიდან შემოქმედებითი პროდუქტები 13 ნომინაციაში იქნება წარდგენილი (ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა), რომლებსაც 20 ქვეყნიდან მოწვეული 28 ჟიურის წევრო შეაფასებს და მათგან საუკეთესოებს გამოავლენს. წლევანდელ ფესტივალზე, თიბისის გასული წლის რამდენიმე კამპანია და აქტივაცია ფესტივალის მოკლე სიაშიც მოხვდა:
თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეცხრე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. თიბისი, როგორც ბრენდის ღირებულებები, განვითარებაზეა ორიენტირებული და ასეთი ღონისძიებები, შემოქმედებით თვალსაწიერს აფართოებს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს მოტივაციას, მიიღონ ახლი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)