23:05 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 22:59:40, 1229 ნახვა

მსოფლიო
სროლა მინეაპოლისის სკოლაში - დაიღუპნენ ბავშვები

მინეაპოლისში, კათოლიკურ სკოლაში სროლის შედეგად ორი ბავშვი, 8 და 10 წლის, დაიღუპა. კიდევ 17 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი, დაიჭრა. მათგან ორი მოსწავლე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ხარების სკოლა 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ემსახურება.

ოთხშაბათს დილით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა სკოლის სამლოცველოს ფანჯრებზე, სადაც მოსწავლეები სასწავლო კვირის დაწყების აღსანიშნავად წირვაზე იყვნენ შეკრებილები. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს შაშხანა, თოფი და პისტოლეტი ჰქონდა და რამდენიმე ათეული გასროლა განახორციელა. შემდეგ კი თავი მოიკლა.

მედიის ცნობით, შეიარაღებული პირი 22 წლის ტრანსგენდერი რობინ ვესტმანია. ინტერნეტი მის მანიფესტს ციტირებს, რომელიც თავდასხმამდე გამოქვეყნდა და რომელიც სიტყვებით იწყება: „მიყვარხართ ყველანი და მადლიერი ვარ თქვენთან გატარებული დროისთვის“. ვესტმანი სოციალურ მედიაში იარაღითა და მასობრივი სროლებით შეპყრობილ ადამიანად, ასევე დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგედ არის წარმოჩენილი.

თუმცა, პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დამნაშავის შესაძლო მოტივებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics