|
2025-07-23 13:27:46, 1640 ნახვა
ეკონომიკა
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, EU-დან ფულადი გზავნილები $414 მილიონიდან $1.4 მლრდ-მდე გაიზარდა
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები იზრდება. მიმდინარე წლის 6 თვეში ევროკავშირიდან გზავნილების სახით 764 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა. 2017 წლის მარტიდან, როცა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ, ფულადი გზავნილები იზრდება, თუ 2017 წელს ფულადი გზავნილების სახით დაახლოებით 414 მლნ დოლარი შემოვიდა, შარშან გზავნილების მოცულობამ 1.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ასევე გაიზარდა ევროკავშირის წილი ფულად გზავნილებში. ასე მაგალითად, თუ 2017 წელს ჯამურად გზავნილებში ევროკავშირის წილი 30% იყო, შარშან ეს მაჩვენებელი 43%-მდე გაიზარდა. ევროკავშირიდან შემოსული ფულადი გზავნილები: 2017 წელი - 414.1 მლნ დოლარი; მანამდე ბრიუსელში სანქციების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს, ევროკომისიის ბოლო შეთავაზება ორ ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იყო. თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეხვედრამდე თქვეს, რომ სანქციებს მხარს არ დაუჭერდნენ. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)