14:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-09 16:13:19, 796 ნახვა

პოლიტიკა
EU-ს რეზოლუცია თვითმართველობის არჩევნებზე -მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი

ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზელუციაში დაკორექტირდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუ საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული შესწორება ოპოზიციას მოუწოდებდა, გამოეყენებინა ეს არჩევნები „ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ“, საბოლოო რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ:

„2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონში და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით; ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელოდება და რომ, გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს; მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მონიტორინგს გაუწევს გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics