|
2016-03-20 14:59:59, 717 ნახვა
სამართალი
შსს თბილისში მაღაზიაში მომუშავე ქალბატონის დაჭრას არ ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარე სასურსათო მაღაზიის გამყიდველის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილი ჰქონდა არა შეიარაღებულ თავდასხმას, არამედ- ძარცვის მიზნით მაღაზიაში შევარდნას. " ერთი პირი იყო, ორი იყო, რამე წაიღეს თუ არა, დეტალები არვიცი, გამოძიება დაადგენს. იარაღი არ ფიგურირებს",-აცხადებენ შსს-ში. მათივე ინფორმაციით, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის საავადმყოფოში სწორედ ამის გამო გადაიყვანეს, თუმცა ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ იყო, მალევე გამოწერეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც გამყიდველი დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)