|
2025-06-30 14:28:40, 825 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი. დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“. ღონისძიების განრიგი:
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)