|
2016-03-19 15:07:09, 847 ნახვა
სამართალი
დიღმის ტყე-პარკში ხე-მცენარეების განზრახ დააზიანების ფაქტი გამოვლინდა
დიღმის ტყე-პარკში ხე-მცენარეების განზრახ დააზიანების ფაქტი გამოვლინდა. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდეს. „თბილისის მერიაში შეტყობინება გუშინ შევიდა. მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა ფოთლოვანი ხეები გახმობის მიზნით, სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2 ფოთლოვან ხე-მცენარეს ფესვიდან 60-70 სმ სიმაღლეზე, დაახლოებით 8-10 სმ სიგანით, შემოცლილი აქვს ქერქი. ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის კვლევა მიმდინარეობს, ასევე, დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. დაზიანებული ხეების მდგომარეობას დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი პირადად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)