|
2025-06-26 13:58:29, 711 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - კარგი იქნება, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად იქნას მიჩნეული
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „ცილისწამების“ თაობაზე მუხლის შემოტანის და მის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრის წინადადებით გამოდის. შესაბამისი ინიციატივა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას წამოაყენა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ცილისწამების შესახებ მუხლი “სისხლის სამართლის კოდექსიდან“ მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო. „საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „ვარდების რევოლუციიდან“ მალევე, მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან ცილისწამების ცნება გააქრო და ის დღესაც სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი არ არის. როცა ჩვენი კომისია მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში, გამოიკვეთა, რომ მას არამხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ადამიანები ისეთებად შეერაცხა როგორებადაც ის მიიჩნევდა, არამედ მაგალითისთვის, ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკესად მოკლეს, ამ ყოველივეს თან სდევდა ცილისწამება. მაგალითად: სერგო თეთრაძისთვის იმის დაბრალება, რომ ჯაშუშია; პაატა ქარდავასთვის იმის დაბრალება, რომ ქვეყანას უღალატა და სხვასთან ითანამშრომლა; იგივე დათო ცინდელიანისა და სხვების შემთხვევაში. ეს ჩამოყალიბდა მოდელად იმის წყალობით, რომ მან წინსწრებად გააუქმა დამსჯელი ნორმა. ჩვენ ალბათ მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული. დღევანდელი სხდომა, ჩემი აზრით, ისტორიული სხდომაა, რადგან ცილისწამებისგან ადამიანი, მინიმუმ, სამოქალაქო წესით უკეთესად იქნება დაცული. სისხლის სამართის მიმართულებით, შემოთავაზებაა, რომ მომავალში ერთად ვიმსჯელოთ“,- განაცხადა წულუკიანმა, რაზეც კანონპროექტის მომხსენებელმა, დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა უპასუხა, რომ თუ იქნება მზაობა, შემოთავაზებას ცილისწამების დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინების შესახებ, განიხილავენ. ცნობისთვის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეუძლია, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებზე გავრცელდება, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა გასული არ არის.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)